GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 4 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 110%-ით არის გაზრდილი

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 4 თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 4 თვეში, GCCA-ში - 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2553 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.

„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 246 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს - 61 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 60 176 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე - 68 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.

მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 301 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 223, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 182, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 52, ხოლო სხვა დანარჩენზე - 77. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11 %, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15 %”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!