ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის პოზიციის გამო ევროპას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის აღდგენა მოუწევს

აშშ-ის პოზიციის გამო ევროპას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის აღდგენა მოუწევს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გაზეთ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრ სტუბის განცხადებით, რუსეთის მიმართ აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ევროპაში რუსეთს უსაფრთხოების წინაშე არსებულ ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქვამენ, მაშინ როცა აშშ-ში ეს აუცილებლად ასე არ აღიქმება“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, „გარკვეულ მომენტში ევროპას რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა მოუწევს“.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება თუ არა ევროპის ინტერესებს აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის ან უკრაინის მიმართ. თუ პასუხია - არა, მაშინ იმ მომენტს ვუახლოვდებით, როდესაც ევროპელ ლიდერს პრეზიდენტ პუტინთან კოორდინირებული ურთიერთობა მოუწევს. ეს დისკუსია ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარეობს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!