სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ინჟინრისა და მკვლევარის, ღირსების ორდენისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლის კავალერის ანა გიორგიშვილს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს. სამძიმრის წერილს სტუ ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომლის, წამყვანი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო.

ქალბატონ ანას ღირსეული ადგილი ეკავა საქართველოს საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში. იგი იყო გამორჩეული პროფესიონალი, რომლმაც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერებისა და საინჟინრო დარგის განვითარებაში.

ანა გიორგიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საინჟინრო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში