6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე 6 ივნისს უმასპინძლებს.

ღონისძიება უნივერსიტეტის 1 კორპუსის ფოიეში 11:00 საათიდან დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებს.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების, ასევე საექთნო და სამეანო საქმის საბაკალვრო პროგრამების და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ.

ღია კარის დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, რასაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და ცენტრებთან ერთად, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და თსსუ-ის სტუდენტური ორგანიზაციები წარმოადგენენ.

13:00 საათიდან თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში (მესამე კორპუსი, მესამე სართული) სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და ასევე თსსუ-ის ვიცე რექტორებსა და ფაკულტეტების დეკანებს.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში