დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი ცბიერი ბიჭია, მაგრამ მე ის მომწონს და ყოველთვის კარგად ვუგებ

ვოლოდიმირ ზელენსკი ცბიერი ბიჭია, მაგრამ მე ის მომწონს და მას ყოველთვის კარგად ვუგებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰიუ ჰიუიტის შოუში სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა.

კითხვაზე, უკეთ არის თუ არა განწყობილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, მას შემდეგ რაც უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონების სფეროში მხარდაჭერა აღმოუჩინა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-ს „შესანიშნავი დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები აქვს“.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი „ცბიერი ადამიანია“.

„ის ცბიერი ბიჭია. ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვსურს. ისინი ტერიტორიებს კარგავენ, მაგრამ ეს რუსეთისთვის და მათთვისაც ძალიან დიდი ფასი ჯდება. მე მომწონს ზელენსკი. მას ყოველთვის კარგად ვუგებ, გარდა იმ ერთი მომენტისა თეთრ სახლში, როცა მისი მხირდან ცოტა აგრესიული იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!