ლეა გუტიერესი - ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა საქართველოში ფასებზე აისახება - კონფლიქტს შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ინვესტიციებსა და ტურიზმზეც

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგი, დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. ჩვენი მოლოდინით, კონფლიქტის გავლენა საქართველოში არა მიწოდებაზე, არამედ ფასებზე აისახება, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლეა გუტიერესმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოში ინფლაციურ წნეხს გაზრდის, ამასთანავე, მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ტურისტული ნაკადების შემცირება.

„საქართველო ენერგორესურსების წმინდა იმპორტიორია, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგი, დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. ჩვენი მოლოდინით, კონფლიქტის გავლენა ძირითადად არა მიწოდებაზე, არამედ ფასებზე აისახება. ამ პირობებში მთავარი გამოწვევა ინფლაციური წნეხის ზრდაა, რადგან ენერგორესურსების გაძვირება ფასების ზრდას იწვევს“, - დასძინა მან.

ამასთან, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ შუა დერეფანში გადაზიდვების საშუალებით საქართველომ შესაძლოა, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე წნეხი გარკვეულწილად შეარბილოს.

„შექმნილ ვითარებაში შესაძლებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რადგან არსებობს გარე რისკები. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს შესაძლოა, ტურიზმზეც ჰქონდეს ეფექტი, ვინაიდან საქართველოში ტურისტების ნაწილი სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მოდის.

ამასთან, როგორც სატრანზიტო ეკონომიკას შუა დერეფანში, საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის აქტივობის ზრდის მეშვეობით გარკვეულწილად შეუძლია, რომ შეარბილოს რისკები“, - განაცხადა ლეა გუტიერესმა.

აღსანიშნავია, რომ ADB-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2025 წლის 7.5%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შენელდება. ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ადრეული სტაბილიზაციის პირობებში, „აზიის განვითარების ბანკი“ მიმდინარე წელს საქართველოში 3.8% ინფლაციას ვარაუდობს.

შეგახსენებთ, „აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.

ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ