Hotsale-ისა და Area.ly-ს ორგანიზებით თბილისში The 2026 Hospitality Standard გაიმართა

Hotsale-ისა და Area.ly-ს ორგანიზებით სასტუმრო “Golden Tulip Tbilisi”-მა უმასპინძლა დახურულ ღონისძიებას სახელწოდებით „The 2026 Hospitality Standard“, რომელმაც ტურიზმის სექტორის 100-ზე მეტ წარმომადგენელი, სასტუმროების ხელმძღვანელები და ტოპ-მენეჯერები გააერთიანა. ღონისძიება 28 აპრილს გაიმართა.

ამ მასშტაბური შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ტურიზმის სექტორის სამომავლო პერსპექტივებისა და არსებული გამოწვევების განხილვა პროფესიონალურ გარემოში. საღამოს კულმინაცია იყო ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი ციფრული სტანდარტის “ქართული ბუქინგის” პრეზენტაცია, რომელიც Hotsale-მა და Area.ly-მ გამართეს.

ახალი ციფრული პლატფორმა სწორედ Hotsale-ისა და Area.ly-ს თანამშრომლობით შეიქმნა. ახალი სისტემა - ”Hotbook” ბიზნესს გაყიდვების არხებისა და მართვის სისტემის სინქრონიზაცი საშუალებას აძლევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას და ხელს უწყობს ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის განვითარებას. რადგან ჩართული კომპანიები სამართავ სისტემაში მიიღებენ მომხმარებლების ჯავშნებს.

ღონისძიების ძირითადი საკითხები:

  • ინდუსტრიის ხედვა: გამოცდილების გაზიარება სექტორის პოტენციალისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ.
  • ინოვაციური პლატფორმა: ჯავშნის ახალი სისტემის წარდგენა, რომელიც სპეციალურად ქართული ბიზნესგარემოსთვის შეიქმნა.
  • პროფესიული ქსელი: შეხვედრა სექტორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და სფეროს ექსპერტებთან.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ინოვაცია და გამოცდილება ერთმანეთს შეხვდებოდა. ახალი ციფრული პლატფორმით ჩვენ გვინდა, ქართულ სასტუმროებს მივცეთ რეალური ინსტრუმენტი, რათა მათი მართვის პროცესი გახდეს უფრო მარტივი და ეფექტური,“ - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელი იყო მხოლოდ პერსონალური მოწვევით.

(R)

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ