მეუფე გიორგი ჯამდელიანი მეუფე იობის დიპლომის დაკარგვაზე - გახმაურებას არ ვაპირებდით, არ გვინდოდა მღელვარება შემოგვეტანა, თუმცა, ერთგვარი დისკრედიტაცია მიმდინარეობდა - მეუფე ზოსიმემ, რომელიც რექტორი იყო, დაამოწმა, რომ მის მიერ დიპლომი გაიცა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, არ აპირებდნენ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხის გახმაურებას, რადგან არ

სურდათ, რომ „ზედმეტი მღელვარება შეეტანათ საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში“.

როგორც გიორგი ჯამდელიანი აღნიშნავს, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობდა, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს.

„ამ საკითხის გახმაურებას ჩვენ არ ვაპირებდით. გვინდოდა, ზედმეტი მღელვარება არ შეგვეტანა საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში. თუმცა, მიდიოდა მიზანმიმართული, შიდა საეკლესიო სივრცეში, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს“,- აღნიშნავს გიორი ჯამდელიანი „ფორმულასთან“.

ფიქრობს თუ არა, რომ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვა უკავშირდება საპატრიარქო კანდიდატობას, ჯამდელიანი განმარტავს: „მე ასე ვფიქრობ. მაგრამ, უკვე ვეღარ დაუკავშირდება. მეუფე ზოსიმემ, რომელიც გახლდათ მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, თავისი ბეჭდით დაამოწმა რომ მაშინ, იობ აქიაშვილზე მის მიერ დიპლომი გაიცა“.

შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქო კანდიდატის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა.

კერძოდ, ეპისკოპოსის თქმით, კანდიდატების გამორჩევის დღეს, „გაურკვეველ ვითარებაში, ფაქტობრივად, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი". ჯამდელიანი აცხადებს, რომ "ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტობრივად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის" და "დიდი ალბათობით, ალბათ ეს არის მოპარული" .

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!