ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩებოქსარის ქარხნის წინააღმდეგ „ფლამინგოს“ ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გაშვება განხორციელდა

ჩვენი გრძელვადიანი სანქციები კვლავ სრულიად სამართლიან პასუხს წარმოადგენს რუსეთის დარტყმებზე. შეიარაღებული ძალების „ღრმა დარტყმის“ ოპერაციის ფარგლებში, მტრის რამდენიმე სამიზნის, მათ შორის ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტების, წინააღმდეგ „ფლამინგო F-5“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გაშვება განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, უკრაინულმა „ფლამინგოებმა“ 1 500 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს.

ზელენსკის ინფორმაციით, სამხედრო საწარმოო ობიექტი აწარმოებდა რელეური დაცვის სისტემებს, ავტომატიზაციის სისტემებს და დაბალი ძაბვის აღჭურვილობას. ქარხანა ნავიგაციის კომპონენტებით ამარაგებდა რუსეთის საზღვაო ფლოტის, სარაკეტო ინდუსტრიას, ავიაციასა და ჯავშანტექნიკას.

„ყველაფერს, რასაც რუსები ჩვენს წინააღმდეგ ომში იყენებენ - უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და მიმართოს ნამდვილ დიპლომატიას. ჩვენ ჩვენი წინადადება გარკვევით წარვადგინეთ. დიდება უკრაინას!“, - აცხადებს ზელენსკი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!