რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, - ინფორმაციას რუმინული გამოცემა Digi24 ავრცელებს.

რუმინეთის პარლამენტში დეპუტატებმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიისა“ და ულტრამემარჯვენეების მიერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ილიე ბოლოჟანის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე ინიცირებულ წინადადებას მხარი დაუჭირეს.

წინადადებას მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა. უნდობლობის გამოცხადებისთვის კი 233 ხმა იყო საჭირო.

ცნობისთვის, რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ დაიწყო. 20 აპრილს ილიე ბოლოჟანის მმართველ კოალიციაში შემავალმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ პრემიერ-მინისტრისთვის მხარდაჭერის შეწყვეტას დაუჭირა მხარი და მას გადადგომისკენ მოუწოდა. „სოციალ -დემოკრატიული პარტია“ რუმინეთის პარლამენტში ყველაზე დიდი პარტიაა. ამასთან, 23 აპრილს „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ შვიდმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

შუამდგომლობის ინიციატორი პარტიები ბოლოჟანის მთავრობას „ეკონომიკის განადგურებაში, მოსახლეობის გაღარიბებასა და სახელმწიფო აქტივების გაყიდვაში, ასევე, მაღალი ინფლაციის გამოწვევაში ადანაშაულებდნენ“.

რუმინეთის პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ილიე ბოლოჟანი შეზღუდული უფლებამოსილებით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!