პიტ ჰეგსეტი - ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დასრულებულა

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დასრულებულა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანის მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმების მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ ძალაშია.

„ამ მომენტისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნამდვილად ნარჩუნდება. თუმცა, ჩვენ ვითარებას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

ასევე, აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარემ, დენ კეინმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „პროექტი თავისუფლების“ ფარგლებში ჰორმუზის სრუტეზე მნიშვნელოვანი კონტროლი დაამყარა.

მისი თქმით, „პროექტი თავისუფლების“ ამოქმედების შემდეგ ირანმა სრუტეში ცეცხლი ცხრა კომერციულ გემს გაუხსნა.

„ამჟამად არაბეთის ყურეში 1550 კომერციულ გემზე 22500 მეზღვაური იმყოფება, რომლებიც რეგიონში ირანის თავდასხმების შედეგად ჩარჩენილები არიან და ტრანზიტს ვერ ახერხებენ“, - განაცხადა კეინმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში