გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დიდ დიღომში გაზის მიწოდება დროებით 4 200 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბუნებრივი აირის მიწოდება მომხმარებლებს 6 მაისის 22:00 საათიდან 7 მაისის 10:00 საათამდე შეეზღუდებათ.
კომპანია აბონენტებს სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს, რათა გაზის ონკანები არ დარჩეთ ღია მდგომარეობაში.
“გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 6 მაისის 22:00 საათიდან 7 მაისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება:
დიდ დიღომში - ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს “ჯეოტერა 1”-ის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა “ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება შპს “გალტამს”, შპს “ლატეკს” და სხვა. ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ტიმოთე ბელოის, მარკო პოლოს, იან პრინევსკის, შერმადინის, დავარის, რამაზის, უსენის, დანიბეგაშვილის, სტრაბონის, იან ჰომერის, იაკობ რაინეგსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს “ჯეოტერა 1”-ის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა “ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59), სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 88-ში - შპს “საქართველოს ბიზნეს ჯგუფის”, სოფ. დიღომი, ნაკვ. 465 – სტრაბონის ქ. 16, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 90-ში – შპს “პრემიუმ ჰაუსის”, დიდი დიღომი – მირიან მეფის ქ. 84-ში მდებარე შპს “ბიჯი ჯგუფი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება ფ/პ მერაბ თავშავაძეს, შპს “გალტამს”, შპს “ლატეკს”, შპს “AD-GEORGIA”-ს, შპს “შხეფს” და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს - 7 მაისის 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:
ცხელი ხაზი: +995 32 240 40 04
სწრაფი რეაგირების სამსახური 114”, - ნათქვამია ინფორმაციაში.