ემანუელ მაკრონი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გიუმრიში 1988 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შემდეგ, ლიდერებმა ქალაქში გაისეირნეს და მცხოვრებლებს ესაუბრნენ.

მოგვიანებით, ფაშინიანი და მაკრონი გიუმრიში კონცერტს - “მუსიკალური ხიდი: სომხეთი-საფრანგეთი”, დაესწრნენ.

ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2010 წელს ხელმოწერილი ოქმით რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა სომხეთში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა. კერძოდ, თავდაპირველი 25-წლიანი ვადა, რომელიც 2020 წელს იწურებოდა, შეიცვალა 49 წლით. შესაბამისად, ბაზა გიუმრიში 2044 წლამდე დარჩება. განახლებული ხელშეკრულებით რუსეთმა ვალდებულება აიღო, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უზრუნველყოს სომხეთის სრული სამხედრო უსაფრთხოება, რუსეთი ასევე, დათანხმდა სომხური მხარის დახმარებას თანამედროვე შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში