დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება

აშშ-ის ოპერაცია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანას ისახავს მიზნად, მცირე დროით შეჩერდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი განმარტებით, „პროექტი თავისუფლება“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეჩერდება, რადგან ირანთან შეთანხმების მიმართულებით დიდი პროგრესს მიაღწიეს.

„პაკისტანისა და სხვა ქვეყნების თხოვნაზე დაყრდნობით, იმ უზარმაზარი სამხედრო წარმატების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს მივაღწიეთ და, დამატებით, იმ ფაქტის გამო, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ირანის წარმომადგენლებთან სრულ და საბოლოო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ორმხრივად შევთანხმდით, რომ ბლოკადა სრული ძალისა და მოქმედების პირობებში დარჩება, თუმცა „პროექტი თავისუფლება“ (ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა) მცირე ხნით შეჩერდება, რათა ვნახოთ, მოხდება თუ არა შეთანხმების დასრულება და ხელმოწერა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანში „ოპერაცია ეპიკური მრისხანება“ დასრულდა.

„ოპერაცია ეპიკური მრისხანება დასრულდა. ჩვენ მივაღწიეთ ამ ოპერაციის მიზნებს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს და განმარტა, რომ ირანთან ომის შეტევითი ეტაპი დასრულდა.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტი ამჯობინებს ირანთან შეთანხმების მიღწევას, მათ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა.

„ეს არის ის გზა, რომელსაც ის ამჯობინებს. ჯერჯერობით ეს არ არის ის გზა, რომელიც ირანმა აირჩია“, - აღნიშნა რუბიომ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა