ანდრეი სიბიგა - რუსეთი უარყოფს მშვიდობას და მის ყალბ მოწოდებებს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტაზე, დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს - პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე

რუსეთმა უკრაინის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, უკრაინის ოლქებზე რუსეთის თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

„მოსკოვმა კიდევ ერთხელ უგულებელყო რეალისტური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც სხვა სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ. ეს აჩვენებს იმას, რომ რუსეთი უარყოფს მშვიდობას და მის ყალბ მოწოდებებს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!