მარია ზახაროვა - კიევის რეჟიმის გარშემო გაერთიანდნენ ისინი, ვინც დიდ სამამულო ომში სსრკ-ის გამარჯვებას ეწინააღმდეგებოდნენ

დღეს კიევის რეჟიმის გარშემო გაერთიანდნენ ისინი, ვინც დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრონაცისტურ პოზიციებს იკავებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი მტკიცებით, ამ ძალებს თავიანთი რევანშისტული დღის წესრიგის რეალიზება სურთ.

„ყველა, ვინც მაშინ, 85-80 წლის წინ, გამარჯვების წინააღმდეგი იყო, ახლაც მისი წინააღმდეგია. ახლა ყველა, ვინც მაშინ პრონაცისტური პოზიციები დაიკავა, კიევის რეჟიმის გარშემო გაერთიანდა, რათა ის თავისი რევანშისტული - არა მხოლოდ გეგმებისა და განზრახვების - არამედ ღრმად ფესვგადგმული მანიაკალური დამოკიდებულებების განსახორციელებლად გამოიყენონ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!