კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბავშვთა კვების პროდუქტების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბავშვთა კვების პროდუქტების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

„საქმე ეხება ფ/პ გიორგი თვალაძის მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ 70 %-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას. ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის სპეციფიკიდან და მათი პროდუქციის ასორტიმენტიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ ბაზრის ანალიზის ნაწილში ყურადღება გამახვილდა შემდეგი პროდუქტების ბაზრების შეფასებაზე: 1) დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევი 0-დან 12-თვემდე ასაკის ბავშვებისათვის; 2) საბავშვო რძე 1-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვებისათვის; 3) რძიანი და ურძეო ფაფები; 4) მზა პროდუქტები, როგორიცაა პიურე, იოგურტი და „პუდინგი“.

სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრებზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2025 წელს, ბავშვთა კვების პროდუქტების იმპორტის დონეზე: 1. დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის (0-დან 12 თვემდე) მიმართულებით, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 40 669 793 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა 1383.45 ერთეული. 2. რძის (1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის) მიმართულებით, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 17 794 895 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა 1893.41 ერთეული. 3. რძიანი და ურძეო ფაფების მიმართულებით, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 13 847 298 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა 1985.65 ერთეული. 4. საბავშვო კვების მზა პროდუქტების (პიურე, იოგურტი, „პუდინგი“ და სხვა) მიმართულებით, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 13 551 166 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა 1702.8 ერთეული. თითოეულ შესაბამის ბაზარზე 11 ეკონომიკური აგენტი ოპერირებდა.

სააგენტომ დამატებით შეისწავლა სამიზნე კომპანიაში წილის შემძენის - ფ/პ გიორგი თვალაძის ურთიერთდამოკიდებული პირების, დღეის მდგომარეობით ოპერირებადი ეკონომიკური აგენტების შესაბამისი ბაზრებიც. კერძოდ, შესაბამის ბაზრებად განისაზღვრა შპს „ბიდი პლიუსის“ შემთხვევაში - საყოფაცხოვრებო ქიმიური, ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებების, ხოლო შპს „ბიდი ჰოლდინგის“ შემთხვევაში საკონსულტაციო მომსახურების ბაზარი.

სააგენტომ დაადგინა, რომ ბავშვთა კვების პროდუქტების მიწოდების შესაბამისი ბაზრები ზომიერად კონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციაში მონაწილე პირის საბაზრო წილები მცირეა. დამატებით, საყოფაცხოვრებო ქიმიური, ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესაბამისი ბაზრები დაბალ კონცენტრირებულია, მცირეა შპს „ბიდი პლიუსისა“ და შპს „ბიდი ჰოლდინგის“ საბაზრო წილები.

GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება. 2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 6 კონცენტრაციაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ