კიასტუტის ბუდრისი - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნება 10 წუთითაც კი ვერ შეძლო - ამ კოშმარის დასასრულებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

რუსეთმა უკრაინის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნება 10 წუთითაც კი ვერ შეძლო, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, აგრესორის თავდასხმებით დაირღვა.

„ამან კიდევ ერთხელ აუხილა თვალის მსოფლიოს რუსეთის ნამდვილ ტერორისტულ და გენოციდურ განზრახვებზე. არავინ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთი ოდესმე სერიოზულად იყო განწყობილი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დასრულებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვის საკითხში“, - წერს ბუდრისი.

მისი განცხადებით, ამ კოშმარის დასასრულებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდა.

„ამ კოშმარის დასასრულებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, მისი თავდაცვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადობის მიმართ და გავზარდოთ კოლექტიური ზეწოლა აგრესორ რუსეთზე - შემდგომი სანქციების, კიდევ უფრო ღრმა საერთაშორისო იზოლაციისა და საბოლოო პასუხისმგებლობის დაკისრებისა და რეპარაციების გზით“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი განცხადებით, 2014 წლის თებერვლიდან, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, ლიეტუვა უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!