მარგუს ცაჰკნა - უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, მაგრამ რუსეთმა 100-ზე მეტი დრონითა და რაკეტით უპასუხა - მას მშვიდობა არ აინტერესებს

უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, მაგრამ რუსეთმა 100-ზე მეტი დრონითა და რაკეტით უპასუხა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

ცაჰკნას თქმით, რუსეთისვე „ცეცხლის შეწყვეტა“ 8-9 მაისს არასდროს ყოფილა დაკავშირებული რეალურ მოლაპარაკებებთან და მხოლოდ წითელ მოედანზე პროპაგანდისტული აღლუმის მოწყობას ისახავდა მიზნად.

„ახლა სიმართლეს ეს აღლუმიც კი ავლენს: გამარჯვების არარსებობის, ნაკლები სამხედრო აღჭურვილობის გამოფენისა და უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების გამო, ის, რაც ძალის დემონსტრირებისთვის იყო გამიზნული, აშკარა სისუსტეს ავლენს. ე.წ. „სამდღიანი ოპერაციიდან“ ოთხი წლის შემდეგ, რუსეთმა ვერ შეძლო ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა, უკრაინული დრონები კი მის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად, კრემლის მახლობლადაც კი, ახორციელებს დარტყმებს“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი განცხადებით, რუსული რეჟიმის სისუსტე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და წინსვლის გზა მარტივია: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!