მეუფე იობი - მოპარულია დიპლომი, სადაც იყო, იქ აღარ არის - ყველამ ვიცით, რომ ზეწოლაც ხდება და ჩარევაც - მინდოდა, არჩევნებში მეუფე დანიელს და მეუფე ისაიასაც მიეღოთ მონაწილეობა, დიპლომსა და წლოვანებაზე შეზღუდვები არ უნდა იყოს

მოპარულია დიპლომი და დღესდღეობით აღდგენილია უკვე. მე ჩემი თვალით ვნახე, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, საპატრიარქოდან დაურეკეს და დიპლომის წარდგენა სთხოვეს, თუმცა მან დიპლომი იქ ვერ ნახა, სადაც ეგულებოდა.

„დამირეკეს საპატრიარქოდან. მეუფე თეოდორემ მითხრა, აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ თქვენი დიპლომიო, სასულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომიო და როდესაც მე წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო“, - განაცხადა მეუფე იობმა.

როგორც მან აღნიშნა, წესდება უნდა შეიცვალოს როგორც დიპლომთან, ისე ასაკთან მიმართებითაც.

„მინდოდა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაიასაც, წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაცვლელია და ალბათ, უნდა შევცვალოთ მომავალში, იმიტომ, რომ ეს შეზღუდვები არ უნდა იყოს არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით და არც წლოვანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მეუფე იობმა.

მეუფე მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმების გატარება აუცილებელია.

„მე ჩემი ხედვები წერილობით უკვე მაქვს დაფიქსირებული და ალბათ, გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი ამის შესახებ. ცვლილებები უნდა მოხდეს, აუცილებლად, რეფორმები უნდა გატარდეს ძალიან ბევრი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში, როცა ამისთვის მზად ვიქნებით“, - განაცხადა მეუფე იობმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს მეუფე საქართველოს ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ფაქტობრივად ყველამ იცის, რომ ჩარევები ხდება.

„ფაქტობრივად ყველამ ვიცით, რომ არის ეს ჩარევები და ხდება კიდეც, ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება, კონკრეტულად ვერა“, - განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, თბილისის სასულიერო სემინარიამ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის სასულიერო განათლება დაადასტურა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სასულიერო სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა განაცხადა, რომ სემინარიის დასკვნის მიხედვით „შესრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა“.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში