ADB-ის მთავარი ეკონომისტი - ფასების პირდაპირ შემცირება მარტივი არ არის - საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფასების შემცირების კუთხით, გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია

ვფიქრობ, ფასების პირდაპირ შემცირება მარტივი არ არის. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფასების შემცირების კუთხით, გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მთავარმა ეკონომისტმა, ალბერტ პარკმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ სამარყანდში მიმდინარე შეხვედრებისას განაცხადა.

როგორც ADB-ის 59-ე წლიურ შეხვედრაზე პარკმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გაძვირებული ენერგორესურსები საქართველოში ისახება სხვადასხვა მომსახურებისა და საქონლის ფასზე.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში ფასების შესამცირებლად გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია, თუმცა, იმ პირობებში, როცა რესურსები შეზღუდულია, ეს რთულად მისაღწევი მიზანია.

„ვფიქრობ, ფასების პირდაპირ შემცირება მარტივი არ არის. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფასების შემცირების კუთხით, გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია, თუმცა დეფიციტის პირობებში ეს არც თუ ისე მარტივია. ფასების ზრდასთან ერთად, დაუცველ ოჯახებს ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა ასეთი დახმარება უნდა ხდებოდეს მიზნობრივი სოციალური დაცვის პროგრამების მეშვეობით, რათა შესაძლებელი იყოს ყველაზე მეტად დაზარალებული ოჯახების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა“, - განაცხადა ალბერტ პარკმა.

„აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე წლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.

ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში