საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა. სტამბოლში გამართულ ოფიციალური შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა და ერინჩ საგქანმა ორ პროფესიულ გაერთიანებას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და სამომავლო პარტნიორობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გამოცდილების გაზიარებაზე, ადვოკატთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო პლატფორმებზე კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, თურქეთის ადვოკატთა ასოციაცია 215,000-ზე მეტ ადვოკატს აერთიანებს. ის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პროფესიულ ორგანიზაციას წარმოადგენს რეგიონში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!