Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი „პოზიტიურ“ დონემდე გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი „პოზიტიურ“ დონემდე გააუმჯობესა, ხოლო გრძელვადიანი დეფოლტის რეიტინგი (IDR) „B+“-ზე დაადასტურა. რეიტინგის ცვლილება უკავშირდება ბაზისბანკის მიერ ლიბერთის აქციების 95.99%-იანი წილის წარმატებულ შეძენას.

Fitch Ratings-ის განმარტებით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შესყიდვა ორჯერ მეტად ზრდის ბანკის ზომას და მას სექტორში სიდიდით მესამე უმსხვილეს ბანკად აყალიბებს. „პოზიტიური“ პროგნოზი ასახავს Fitch-ის მოლოდინს, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გაზრდის გაერთიანებული ჯგუფის ბიზნესის მასშტაბებს, გააძლიერებს კონკურენციას და დივერსიფიკაციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე.

„Fitch-ის მიერ ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზის „პოზიტიურ“ დონემდე გაზრდა არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ სტრატეგიული ნაბიჯისა, რომელიც ლიბერთის შესყიდვით გადავდგით. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩვენი ერთობა ქმნის მძლავრ, დივერსიფიცირებულ და მაღალკონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტს“, - Fitch-ის მიერ რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, აღნიშნა ბაზისბანკისა და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

(R)

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!