ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია - შემდგომ ქმედებებს სამხედრო და დაზვერვის ანგარიშების საფუძველზე განვსაზღვრავთ

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად სექტორში გრძელდება და მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ თითქმის 30 თავდასხმა განახორციელა. ამასთან, მხოლოდ წუხელ და დღეს დილით რუსეთმა 70-ზე მეტი საჰაერო ბომბის გამოყენებით 20-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა - იყო შეტევები დრონებითა და რაკეტებით.

ზელენსკის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, რუსეთის არმიის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის 1 820 დარღვევა მოხდა.

„უკრაინამ ნათლად განაცხადა, რომ სარკისებურად იმოქმედებს. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის აშკარაა, რომ სრულმასშტაბიანი ომი და ადამიანების ყოველდღიური მკვლელობა ცუდი დროა საჯარო „ზეიმებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ინტერნეტის გათიშვისა და კომუნიკაციების დაბლოკვის მიუხედავად, „რუსების უმეტესობას შესანიშნავად ესმის, რომ მათ ლიდერებს შეუძლიათ ბუნკერიდან გამოსვლა და მშვიდობის არჩევა“.

„დღეის მდგომარეობით, დავადასტურეთ, რომ რუსულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენი სამხედრო და დაზვერვის საღამოს ანგარიშების საფუძველზე, განვსაზღვრავთ შემდგომ ქმედებებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!