დონალდ ტრამპი - თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ დათანხმდება, მაშინ დაბომბვა იმაზე დიდი ინტენსივობით დაიწყება, ვიდრე აქამდე იყო

თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ დათანხმდება, მაშინ დაბომბვა იმაზე დიდი ინტენსივობით დაიწყება, ვიდრე აქამდე იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„თუ ირანი დათანხმდება შეთანხმების პირობებს, რაც ალბათ დიდი დაშვებაა, მაშინ ლეგენდარული „ეპიკური მრისხანება“ დასრულდება და მაღალეფექტური ბლოკადის საშუალებით ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღია იქნება, მათ შორის ირანისთვის“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ მიიღებს, მაშინ დაბომბვა განახლდება.

„თუ ისინი არ დათანხმდებიან, მაშინ დაბომბვა დაიწყება და სამწუხაროდ, ეს გაცილებით მაღალ დონეზე და დიდი ინტენსივობით მოხდება, ვიდრე აქამდე იყო“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!