„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო

ადამიანები ცხოვრების 90%-მდე დროს შენობების შიგნით ატარებენ და გარე სამყაროს სწორედ ფანჯრებიდან აღიქვამენ. თუმცა იმაზე, თუ რა „ჩარჩოში“ ხედავენ ამ სამყაროს, იშვიათად ფიქრობენ. სწორედ ამ სტატისტიკურ მონაცემს დაეფუძნა Steelcraft-ის ახალი კრეატიული კამპანია, რომელიც კრეატიულ სააგენტო Quick-თან კოლაბორაციით მომზადდა. „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - ამ სლოგანით კომპანია საზოგადოებას პოლონური ბრენდის Aluprof-ის პროდუქტებს: ფასადებსა და ალუმინის სისტემებს უფრო ახლოს აცნობს.

კამპანიის მთავარი ვიდეო ოთხ სხვადასხვა სიტუაციას აერთიანებს, სადაც მაყურებელი თავდაპირველად ფიქრობს, რომ კადრები ტელევიზორის ეკრანზე გადის, თუმცა კამერის მოძრაობასთან ერთად ხვდება, რომ ეს ცოცხალი ხედებია, რომლებსაც პერსონაჟი ფანჯრიდან ან ვიტრაჟიდან ხედავს.

ირაკლი ცაგარეიშვილი, Steelcraft-ის დირექტორი: „კამპანიას ემოციური დატვირთვა აქვს და მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ვიტრაჟის, როგორც ფუნქციური და ესთეტიკური ელემენტის, მნიშვნელობის წარმოჩენაა. სახლის მშენებლობის პროცესში ვიტრაჟი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც მომხმარებლები ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ის უშუალოდ აისახება ცხოვრების ხარისხსა და გამოცდილებაზე. ამ კამპანიით გვინდა, ვაჩვენოთ, რომ ის, რასაც ფანჯრიდან ვუყურებთ, არანაკლებ საინტერესო სანახაობაა, ვიდრე ეკრანზე გადმოცემული შინაარსი. ვიტრაჟი არის ერთგვარი ჩარჩო ჩვენს ცხოვრებასა და გარე სამყაროს შორის - ისევე, როგორც ნახატის ჩარჩო, ის განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ კადრს“.

Aluprof ალუმინის სისტემების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ბრენდია. პოლონური კომპანია ინოვაციური მიდგომებით, მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა. ბრენდის პროდუქტი მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე და ინდუსტრიულ შენობებზე მორგებულ სხვადასხვა მიმართულების ვიტრაჟებს. Steelcraft-მა Aluprof-თან პარტნიორობა გასულ წელს დაიწყო და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კომპანია ბრენდის ოფიციალური პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს თითოეული პროექტის დიზაინის, წარმოებისა და ინსტალაციის პროცესში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამონტაჟო სამუშაოები პოლონელი ინჟინრების ზედამხედველობით მიმდინარეობს.

„Aluprof-თან თანამშრომლობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პროდუქტის ხარისხი. ვიტრაჟი ასობით დეტალისგან შედგება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი ევროპული წარმოებისაა. ასევე აღსანიშნავია პოლონელი კოლეგების უშუალო ჩართულობა პროექტირებისა და მონტაჟის ფაზებში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტი ცალკეა გათვალისწინებული საოფისე და ინდუსტრიული შენობებისთვის და ცალკე - საცხოვრებელი სახლებისთვის, შესაბამისად, Aluprof-ის ხაზი ფარავს ნებისმიერი ტიპის ობიექტის მოთხოვნებს“, - აღნიშნავს ირაკლი ცაგარეიშვილი.

Steelcraft სამშენებლო კომპანია Gravita-ს შვილობილია. კომპანია იმ გამოცდილებასა და ინოვაციურ იდეებს აერთიანებს, რომლებითაც ალუმინის ფასადებისა და კარ-ფანჯრების ინდუსტრიაში ბაზარზე მორგებულ, მოთხოვნად პროდუქტს ქმნის. Steelcraft-ის სერვისები მოიცავს სრულ ციკლს - პროექტირებას, გადამუშავებას, მონტაჟს. გარდა ალუმინის ვიტრაჟებისა, Steelcraft ასრულებს ნებისმიერი სირთულის ვენტილირებადი ფასადის სამუშაოებს. წარმოების სიზუსტეს კი გერმანული ბრენდის, Elumatec-ის დანადგარები უზრუნველყოფს. Steelcraft-ის მისიაა, ხარისხიანი მომსახურებით პროექტებს სრულყოფილება, უნიკალურობა და მიმზიდველობა შესძინოს და არქიტექტორებისა და ინვესტორების საიმედო პარტნიორი იყოს. სწორედ ამ პრინციპებზე დგას ახალი კამპანიაც - Steelcraft მომხმარებელს სთავაზობს არა უბრალოდ ვიტრაჟებსა და ფასადურ სისტემებს, არამედ აერთიანებს ხარისხს, კომფორტსა და ესთეტიკურობას.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ