დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანთან პირისპირ მოლაპარაკებების საკითხის განხილვა ძალიან ნაადრევია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის პირისპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი ჯერ ძალიან ნაადრევია.

New York Post-ის კითხვაზე, უნდა მოემზადოს თუ არა გამოცემა რეპორტიორის პაკისტანში, მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის გასაგზავნად, პრეზიდენტმა უპასუხა: „ასე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, ამას გავაკეთებთ - თუმცა ძალიან შორსაა, ძალიან“.

მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი დათანხმდება შეთანხმების პირობებს, ლეგენდარული „ეპიკური მრისხანება“ დასრულდება და მაღალეფექტური ბლოკადის საშუალებით ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღია იქნება, მათ შორის ირანისთვის. ამასთან, მისი თქმით, თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ მიიღებს, მაშინ დაბომბვა განახლდება.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში