სამარყანდში „აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე წლიური შეხვედრები დასრულდა - 2027 წელს სამიტს იაპონია უმასპინძლებს

უზბეკეთში, სამარყანდში „აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე წლიური შეხვედრა დასრულდა. შეხვედრები 3-6 მაისის პერიოდში მიმდინარეობდა.

4 მაისს „აზიის განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია გაიმართა. შეხვედრაზე წევრი სახელმწიფოების ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები სიტყვით გამოვიდნენ. საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემა იყო: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“. დისკუსიების ფორმატში სამი ძირითადი საკითხი განიხილეს: კლიმატური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობის გაძლიერებას; ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად და კერძო სექტორში ინვესტიციების მხარდაჭერას ფინანსური რესურსებისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

2027 წელს „აზიის განვითარების ბანკის“ რიგით მე-60 წლიურ შეხვედრას იაპონია, ნაგოია უმასპინძლებს. შეხვედრები 2027 წლის 2-5 მაისის პერიოდშია დაგეგმილი.

წლევანდელი შეხვედრების დასასრულს მომავალი მასპინძელი ქვეყნის, იაპონიის კულტურული ღონისძიება გაიმართა, რითაც 59-ე წლიური შეხვედრა ოფიციალურად დასრულდა.

„აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე წლიური შეხვედრების მიმდინარეობისას სამარყანდში იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი და შეხვედრების მიმდინარეობისას ძირითადი საკითხების შესახებ ინფორმაციას გაწვდიდათ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!