გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 მაისს 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი, ხადოელები, საყდრიონი, ბოჭორმა.

10:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, თრანი, გორანა, ნადოკრა, მელიასხევი, ქვემო კვერნაულა, სიონთგორი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში - არღუნი, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ველთაურთკარი. 12:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში - ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, პავლეური, ჟინვალი, ფხუნდავი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბოდორნა, ყარსიმაანთკარი, ბაზალეთი, კოჭობა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში ბევრეთი, ტაბარუკი, ძალაანთხევი, მსხალდიდი, წოდორეთი, დიღმის სატყეოს ტერიტორიაზე.

11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს ავჭალის მასივში, ავჭალა 2-ის დასახლებაში, სოფელ გლდანში, ხოლო 13:30-დან 19:00 საათამდე - სოფელ დიღომში აღმაშენებლის, დიდგორის, სარაჯიშვილის, კვირაცხოველის, ჩარგალეთის, მარინაშვილის, რუსთაველის, გურამიშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!