რადოსლავ სიკორსკი - თუ ფიცო უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა ვაპატიოთ

შეგვიძლია ფიცოს რუსეთში ვიზიტი ვაპატიოთ თუ უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავაში Defence24 Days უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
“პრემიერ-მინისტრი ფიცოს ინტერვიუ წავიკითხე რამდენიმე დღის წინ. იმ ნამდვილად ძალიან პოზიტიურად საუბრობდა. თუ ის უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა ვაპატიოთ”, - განაცხადა სიკორსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობისგან ელის უკრაინის დახმარებაზე ვეტოს მოხსნას და უკვე დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი აღნიშნა.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს რუსეთში ჩასვლას გეგმავს, მაგრამ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.

























