ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი

მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს მზადყოფნა, რომ წინ წაწიონ ორმხრივი თანამშრომლობა და შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი.

“მოხარული ვიყავი, რომ ერევანში ცოტა ხნის წინ გამართული კონტაქტების შემდეგ დიალოგი გავაგრძელე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან.

ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ინტერაქცია. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი,” - წერს სიბიგა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!