მეუფე ნიკოლოზი - რაც საკამათო იყო, ყველაფერზე წინა სინოდის კრებაზე ვისაუბრეთ, არ მგონია, გადაწყვეტილებები პრინციპულად შეიცვალოს - მეუფე ზენონის ზნეობრივ ბრალდებებს კი სჭირდება დასაბუთება - ხალხის ასეთ დღეში ჩაგდება არ მომწონს

მღვდელმთავრებს შორის ყოველთვის არსებობს შეკითხვები, ხანდახან ვკამათობთ ხოლმე, მაგრამ დღეისათვის ვერანაირ პრინციპულ დაპირისპირებას მღვდელმთავრებს შორის ვერ ვხედავ, თითქოს ყველაფერი მშვიდად და წყნარად არის , - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანისუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, რაც სასაუბრო იყო, ყველაფერზე უკვე წინა სინოდის კრებაზე ისაუბრეს, ყველა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და პრინციპული ცვლილებები არ იქნება.

„ვერ ვხედავ ვერანაირ პრინციპულ წინააღმდეგობას, რაც საკამათო იყო, რაც სასაუბრო იყო, ამ ყველაფერზე უკვე წინა კრებაზე ვისაუბრეთ და ყველა გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილებები პრინციპულად შეიცვალოს. შეიძლება იყოს რამე მსჯელობა, დაზუსტება, შეიძლება მანამდე ჩვენი შეხვედრაც კარგი იყოს, მაგრამ ეს ძირითადად იქნება საორგანიზაციო საკითხებზე. მღვდელმთავრებს შორის ყოველთვის არსებობს შეკითხვები, ხანდახან ვკამათობთ ხოლმე, მაგრამ დღეისათვის ვერანაირ პრინციპულ დაპირისპირებას მღვდელმთავრებს შორის ვერ ვხედავ. ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს კომუნიკაცია, ძალიან მშვიდი, წყნარი და ქრისტესმიერი სიყვარულის საფუძველზე. მათ შორის მეუფე ზენონთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს”, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მეუფე ნიკოლოზმა დმანისისა და აგარაკ ტაშირის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზენონის მიერ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მისამართით „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს ზნეობრივ ბრალდებებს „აუცილებლად უნდა ახლდეს დასაბუთება“.

„რაც მეუფე ზენონმა თქვა, ზნეობრივი ტიპის ბრალდებებია, რომელსაც საეკლესიო წესების მიხედვით აუცილებლად უნდა ახლდეს დასაბუთება. ჯერ დასაბუთება უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამის ინსტანციაში და მერე უნდა გამოითქვას საჯაროდ. საეკლესიო სივრცეში ჩვენ სხვა ტიპის ურთიერთობები გვაქვს. ზნეობრივ ბრალდებას სჭირდება დასაბუთება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, უმჯობესია, რომ ეპისკოპოსებმა ყველაფერი წმინდა სინოდზე მოაგვარონ და გაარკვიონ.

„მე არ ვიცი მეუფე ზენონმა რა ილაპარაკა, მაგრამ მე ვხედავ რა რეაქცია აქვს საზოგადოებას ამაზე და მინდა გითხრათ, რომ ხალხის ასეთ დღეში ჩაგდება არ მომწონს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავამშვიდო ხალხი. თუ რაღაც პრინციპული საკითხია გადასაწყვეტი და ეკლესიის შიგნით არ წყდება, ამის გარეთ გამოტანაც არ ვიცი[რამდენად სწორია]. ჯობია ყველაფერი შიგნით მოვაგვარეთ და შიგნით არ ყოფილა ამის მსგავსი. [სინოდზე] არ ყოფილა მსგავსი დაძაბულობა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ყოფილიყო და გველაპარაკა, გვემსჯელა, თუ რამეა გასარკვევი, გაგვერკვია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ