მეუფე ნიკოლოზი - მეუფე იობს შეიძლება მოპარეს დიპლომი, მის სიტყვებში ეჭვი არ შემაქვს, არ არის გამორიცხული, დაიკარგა - მეც დიპლომი ვერ ვიპოვე, გადავატრიალე, არ მახსოვდა - ზეწოლა კი პირველად მესმის, ბოლოს და ბოლოს საწყენი ამბავია, ყველაზე თუ იყო, მე რა დავაშავე?

მეუფე იობს შეიძლება მოჰპარეს დიპლომი, მე მის სიტყვებში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დაიკარგა, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებით, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობ აქიაშვილის საპატრიარქო კანდიდატობას დიპლომის დაკარგვის გამო საფრთხე არ შეჰქმნია.

„რა ვიცი, რა გითხრათ. იცით რა, მეც კინაღამ ასეთ დღეში აღმოვჩნდი რა. მეც რაღაცა ჩემი დიპლომი ვერ ვიპოვე. ვერ ვიპოვე და გადავატრიალე ყველაფერი და მერე გამახსენდა, არ მახსოვდა, როდესაც მე ასპირანტურაში ჩავაბარე, უნივერსიტეტის დიპლომიც მომთხოვეს და სასულიერო აკადემიის დიპლომიც და აღარ დამიბრუნეს, ჩვენთან უნდა დარჩესო. დარჩეს დარჩეს, ოღონდ არ მახსოვდა, შემდეგ მათ მომცეს დისერტაცია რომ დავიცავი და ის დიპლომი კი მქონდა. აქ ქაღალდზე არ არის ლაპარაკი, ვფიქრობ, ეს ამბავი თვითონ მეუფე იობს არ გაუხმაურებია და უბრალოდ გამოვიდა სინოდიდან, აღარ ჩავუღრმავდები ვინ გაახმაურა და როგორ, მაგრამ მეუფე იობმა რომ განაცხადა, რომ მას დამთავრებული აქვს და დიპლომი ჰქონდა, ეს სავსებით საკმარისი იყო. ჩვენ ვთხოვეთ მეუფე იობს, რომ მეუფე ზოსიმე იყო მაშინ სასულიერო სემინარიის რექტორი და მეუფე ზოსიმესგან მოეტანა წერილობითი დადასტურება, რომ ნამდვილად ჰქონდა დიპლომი. მოიტანა და ამ წერილის საფუძველზე სასულიერო აკადემიამ გადაწყვიტა რომ მიანიჭოს თავიდან მეუფე იობს ქაღალდი დიპლომი. არავითარი პრობლემა ამაში საერთოდ არ არის. ის, რომ მეუფეს მოჰპარეს, შეიძლება მოჰპარეს, კი. მე მის სიტყვებში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დაიკარგა, ზუსტად ხომ არ იცის ვინ მოჰპარა და როგორ, დაიკარგა დიპლომი, ნუ არა უშავს რა. აგერ არის ახალი დიპლომი, მის კანდიდატობას ამით საფრთხე არ შეჰქმნია“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზი გადაცემაში მეუფე იობის განცხადებასაც გამოეხმაურა, „არის ეს ჩარევები და ხდება კიდეც, ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება”.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ეპისკოპოსებზე ზეწოლის შესახებ არ სმენია და არც მასზე ზეწოლა უცდია ვინმეს.

„ყველამ თუ ვიცით, მეც უნდა ვიცოდე ხომ? ხომ ვარ ამ ყველაში ხომ? საერთოდ, პირველად მესმის ეგ ამბავი ზეწოლის და რაღაცის. მაგალითად, ჩემზე რატომ არ შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს საწყენი ამბავია, ყველაზე თუ განახორციელეს, მე რა დავაშავე. ჩემზეც განეხორციელებინათ კაცო. არავის განუხორციელებია ნამდვილად. აი, ღვთის წინაშე გეუბნებით რა“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ