კახა კახიშვილი - ოპონირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას შეცდომები

დღეს რომ პარლამენტში ოპოზიცია არ ჰყავს ხელისუფლებას, უნდა? მე ვთვლი, რომ არ უნდა უნდოდეს წესით, რადგან ეს სერიოზულ შეცდომებს დააშვებინებს ხელისუფლებას, რომელსაც შეიძლება გადაჰყვეს , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კახიშვილის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” უამრავი „არასწორი კანონი“ იმიტომ მიიღო, რომ ოპონენტი არ ჰყავდა პარლამენტში, რომელიც ოპონირებას გაუწევდა.

“დღეს რომ პარლამენტში ოპოზიცია არ ჰყავს ხელისუფლებას, უნდა? მე ვთვლი, რომ არ უნდა უნდოდეს წესით, რადგან ეს სერიოზულ შეცდომებს დააშვებინებს ხელისუფლებას, რომელსაც შეიძლება გადაჰყვეს.

თუ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში როდის გაიჯეჯილა მიშამ? 2008 წელს, როდესაც ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, რაც, ჩემი აზრით, უდიდესი შეცდომა იყო. მიშამ იფიქრა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო და გაუბერა და გაუბერა.

დღეს რომ ხელისუფლებას არ ჰყავს ოპოზიცია, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, იგივე ჯარიმების გაზრდაზე. ოპონენტი არ ჰყავდათ, როდესაც ასე “უპრაგონოდ” ზრდიდნენ ჯარიმებს. მე ვიყავი პარლამენტის წევრი და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც მოლაპარაკე ოპოზიცია რაღაცაზე პრობლემას ქმნის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სხდომებზე. იმას კი არ ვამბობ, ოპოზიცია რომ ყოფილიყო, ჯარიმებს არ გაზრდიდნენ მეთქი, შეიძლება გაეზარდათ, მაგრამ ოდენობა არ იქნებოდა ძალიან დიდი. ოპონირების რეჟიმი ხელისუფლებასაც ღლის და საბოლოოდ რაღაც დათმობაზეც მიდის.

მაგალითად, ავიღოთ პლასტიკის ბოთლებზე კანონი. ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებში სვამენ პლასტიკის ბოთლებით წყალს, ერთი წყალი გვაქვს იაფი და ისიც უნდა გაეხადათ სამი ლარი, რატომ, ყველაფერი ისეთი დალაგებულია, რომ მარტო ის დარჩა, შუშის ბოთლიდან დავლიოთ წყალი? ეს გადაავადეს იმიტომ, რომ ხალხის რეაქცია ნახეს, ნახეს, რომ რეიტინგებში რაღაც პრობლემაა, ხალხი აღშფოთდა, ამან შეიძლება იმოქმედოს არჩევნების შედეგებზე მომავალში და ამიტომ გადადეს. ეს ყველაფერი თავის დროზე რომ ოპოზიციას ეთქვა იქ, ოპონირების რეჟიმში, შეიძლება მთავრობას უკან დახევა აღარ დასჭირვებოდა [კომიტეტზე განხილვისას გაირკვეოდა, რომ არ უნდა მიეღოთ ეს კანონი].

ამიტომ, ოპონირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას შეცდომა”, - განაცხადა კახიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ