დონალდ ტრამპი თეთრ სახლში UFC-ის მებრძოლებს, მათ შორის ილია თოფურიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში UFC-ის მებრძოლებს ხვდება.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან ილია თოფურია, მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი და კიდევ რამდენიმე მებრძოლი.

დონალდ ტრამპის თქმით, ის სპორტის ფანია და 14 ივლისს თეთრი სახლის წინ იქნება "დიდი ბრძოლა".

"14 ივლისს დიდი ბრძოლა გვაქვს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა და აღარასოდეს მოხდება", - განაცხადა ტრამპმა.

ილია თოფურიამ მადლობა გადაუხადა ტრამპს აღნიშნული შესაძლებლობისთვის.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, ჩავატაროთ ყველაზე დიდი ღონისძიება სპორტის ისტორიაში. მადლობა მინდა გადავუხადო ღმერთს, რომ ეს ლამაზი დღე გვაჩუქა და მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეცადა, როგორი გრძნობაა ოვალურ კაბინეტში ყოფნა. ეს შესანიშნავია. მადლობა" , - განაცხადა ილია თოფურიამ და ტრამპს ხელი ჩამოართვა.

ასევე, თოფურიამ ტრამს უთხრა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, "ასეთი კეთილგანწყობილი თუ იქნებოდით“, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ "ხო, ცოტა მცდარი იმიჯი მაქვს".

ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ამერიკელ ჯასტინ გეიჯს შეებრძოლება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!