ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს

"პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „ბაიერნთან“ განმეორებით მატჩში ფრე 1:1 ითამაშა, თუმცა ორი მატჩის ქულებით პსჟ-მ 6:5 მოიგო და ზედიზედ მეორედ ფინალში ითამაშებს.

კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 15 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. ის საგოლე მოქმედებებით კილიან მბაპეს (მადრიდის რეალი) გაუთანაბრდა (15+1). მან ტურნირზე საგოლე მოქმედებით ზედიზედ 7 მატჩში გამოიჩინა თავი, რაც რეკორდია.

30 მაისს, ფინალში "პარი სენ ჟერმენი" ბუდაპეშტში "არსენალს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, პსჟ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!