ისრაელმა ბეირუთს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველად დაარტყა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე პირველი საჰერო დარტყმა განახორციელა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ელიტური „რადვანის“ ძალების მეთაური იყო.

ისრაელის მედია იუწყება, რომ მეთაური დარტყმის შედეგად დაიღუპა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებს ან „ჰეზბოლას“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი ხანდაზმული მამაკაცი სამხრეთ ლიბანის ქალაქ ზელაიაში.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ჯარისკაცების მიმართულებით დრონები და რაკეტები ისროლა, რის შედეგადაც ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაშავდა. ასევე, მათი ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა მტრის თვითმფრინავი მოიგერია, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება