გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად 6000 აბონენტს შეუწყდა

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად 6000 აბონენტს შეუწყდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 00:30 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდა: კერძოდ, ზესტაფონის, ჭყონდიდელის ქ. 22-ში მდებარე შპს ,,გრადბურგ დეველოპმენტი”-ს, შპს ,,სვეტი ჯგუფი“-ს, შპს ,,ბინექსი“-ს, შპს ,,ლაიფ მასტერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის ქ. 85-ში მდებარე შპს ,,ატლასის” საცხოვრებელი კორპუსის, სერგი ჭილაიას, ც. დადიანის ქ. 150ა, 150ბ, მექანიზაციის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 8, 29-ში (იგივე ჭყონდიდელის ქ. 105, 107, 109, 111, 113) მდებარე შპს ,,კიკვიძე-1-ის, შპს ,,კიკვიძე 2”-ის, შპს ,,ალფა რეზიდენსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ცისარტყელის, ბაგინეთის, წიწამურის, ბენდელიანის ჩიხის, ხვინგიას, ნათაძის, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 9-ში მდებარე შპს ,,ალაზანის” საცხოვრებელი კორპუსის, ნინუას ქ. 3, 5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ქუთათელაძის, ჩრდილო ფარეხის ქ. 4-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ნილი”, შპს ,,ტკბილი ქვეყანა”, შპს ,,ანა ჯგუფი”, შპს ,,მითანა”, # 4 პურის ქარხანა, შპს ,,კოლხი”, შპს ,,ხაბაზი 77”, შპს ,,ლითენ თრიი”, შპს ,,ფაბრიკა 1900”, შპს ,,სოგური”, სს ,,კოლხეთი”, შპს ,,ჯორჯია”, შპს ,,ლაგი 98”, შპს ,,გლობალ თრეიდი”, # 12 საჯარო სკოლა, ი/მ თემურ ქომეთიანი, შპს ,,საქართველოს რკინიგზა”, სს ,,მრეწვრკინიგზა”, ი/მ ნური გურიელიძე, შპს ,,პრემიერა. ტმ”, შპს ,,ჰაიდელბერგ ჯორჯია”, შპს ,,პურპროდუქტების საწარმო-შირაქი”, შპს ,,ჯეო-ემ-ტექსი” და სხვა გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 10:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:

ცხელი ხაზი: +995 32 2404004; სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი