სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე - ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

„სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა“ საქართველოს ბაზარს ახალი და ინოვაციური პროდუქტი - ფრილანსერების დაზღვევა შესთავაზა.

თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ფრილანსერულ საქმიანობას. მსოფლიოში ფრილანსერების რაოდენობა 1.5 მილიარდს აჭარბებს, რაც გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 46%-ს შეადგენს.

თუმცა, თავისუფლებასთან ერთად ფრილანსერებს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც აქვთ - არასტაბილური შემოსავალი, სოციალური გარანტიების ნაკლებობა, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის არქონა და ავადმყოფობის შემთხვევაში შემოსავლის დაკარგვის რისკი.

სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, „ვაიზერმა“ შექმნა სპეციალურად ფრილანსერებზე მორგებული პროდუქტი - „ფრილანსერების დაზღვევა“. იგი მოიცავს როგორც სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებს, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების დაფარვასა და შრომისუუნარობის შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ რისკებს.

ახალი პროდუქტი პირველად წარადგინეს „დაზღვევის დღესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სადაც მას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ასევე, „ვაიზერის“ შეთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა „კომბინატში“ გამართულ „Unlimited Summit“-ზე, რომელმაც 500-მდე ფრილანსერი და 50 სპიკერი გააერთიანა.

ღონისძიების მონაწილეებს პირველებს მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ სპეციალური პირობებით, რომლებიც სრულად ითვალისწინებს მათი საქმიანობის სპეციფიკას და სთავაზობს 24/7 სატელეფონო ასისტანსს, პირადი ედვაიზერის მომსახურებას, სწრაფ ანაზღაურებასა და მაღალ დაფარვებს.

„ვაიზერის“ დაზღვევა მომხმარებელს იცავს იმ შემთხვევაშიც, თუ უბედური შემთხვევის შედეგად დროებით შრომისუუნარო ხდება.

(R)

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება