„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - ფოთის პორტში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა

2026 წლის პირველ ოთხ თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ საკონტეინერო ტვირთბრუნვამ კვლავ ზრდა აჩვენა და ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ჯამურად 212 129 TEU ტვირთი დამუშავდა, რაც როგორც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (197 315 TEU) აღემატება, ისე 2024 წლის (172 501 TEU) შედეგს.

„თვიური დინამიკა ზრდის ტენდენციას ნათლად აჩვენებს: იანვარში დამუშავდა 54 523 TEU, თებერვალში - 45 982 TEU, მარტში - 52 959 TEU, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აპრილში დაფიქსირდა - 58 665 TEU“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ასევე გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღების მაჩვენებელიც.

„გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღების რაოდენობაც. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურმა 131 საკონტეინერო გემი მიიღო, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 107-ს, ხოლო 2024 წელს 101-ს შეადგენდა.

პოზიტიური დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 2026 წელს დამუშავდა 125 800 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს (118 045 ტონა) და მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მონაცემს (68 001 ტონა).

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ოთხ თვეში დაფიქსირდა როგორც დამუშავებული კონტეინერების, ისე მიღებული საკონტეინერო გემების რეკორდული მაჩვენებლები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფოთის პორტის მზარდ როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ქსელში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა ფიქსირდება საბორნე გზით შემოსული ტვირთის რაოდენობაში; 2026 წლის 4 თვეში, ნავსადგურმა 56 217ტონა ტვირთი მიიღო, ხოლო 2025 წელს - 53 688“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კლება შეინიშნება დამუშავებული მანქანების მიმართულებით, კერძოდ, წელს 18 303 მანქანა დამუშავდა მაშინ, როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 24 867-ს შეადგენდა.

„გასულ წელთან მიმართებაში, კლება შეინიშნება დამუშავებული მანქანების რაოდენობის მიმართულებით; თუ 2025 წელს 24 867 მანქანა დამუშავდა, წელს ეს რაოდენობა 18 303-ს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი