დიმიტრი მედვედევი - გერმანიას რეალური დენაციფიკაცია არ გაუვლია

გერმანიას რეალური დენაციფიკაცია არ გაუვლია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სტატიაშია ნათქვამი.

დიმიტრი მედვედევმა სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - „გერმანიის ახალი მილიტარიზაცია: სულის აღზევება თუ თავზეხელაღებული რევანშიზმი?“.

მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის ომის შემთხვევაში „გერმანიის სამრეწველო ინდუსტრია სრულად განადგურდება და ევროპული ცივილიზაციის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“.

„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის საარქივო მასალებში, მათ შორის 1952 წლის ანგარიშში დასავლეთ გერმანიის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია, რომ მისი დენაციფიკაციის ნაცვლად, დასავლეთი „ნაცისტ ომის დამნაშავეებს“ ამართლებს. მთელი ეს პროცესი, რომელიც დიდი ზეიმით მიმდინარეობდა, ცნობილი პროფაშისტური ორგანიზაციების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი სივრცეების გაწმენდის გარდა, სრულ ფარსად იქცა“, - წერს მედვედევი.

მედვედევი აღნიშნავს, რომ „გერმანიის მილიტარიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა 1941 წლის გამეორება არ უნდა დაუშვას“.

„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 1941 წლის ტრაგედია არ დავუშვათ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისეთი პლაცდარმების ქსელი, როგორსაც დღეს ვაკვირდებით, გერმანელებმა 1941 წლის 22 ივნისის წინაც მოამზადეს“, - აღნიშნავს მედვედევი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!