თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებული კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტში აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეებად ნარკოკარტელები, ისლამისტური და რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფებებია დასახელებული.

„დღეს ჩვენ სამი ძირითადი ტიპის ტერორისტული დაჯგუფებების წინაშე ვიმყოფებით: ნარკოტერორისტები და ტრანსნაციონალური ბანდები; ისლამისტი ტერორისტები; ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემისტები, მათ შორის ანარქისტები და ანტიფაშისტები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ პრინციპებს ეფუძნება.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნარკოკარტელებმა, ჯიჰადისტებმა ან მათმა მხარდამჭერმა მთავრობებმა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ შეთქმულებები დაუსჯელად დაგეგმონ. ტერორისტებს არ მიეცემათ უფლება, რომ აქ უსაფრთხო თავშესაფარი იპოვონ ან უცხოეთიდან თავს დაგვესხან“, - წერს დონალდ ტრამპი დოკუმენტის წინასიტყვაობაში.

კონტრტერორისტულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავარ პარტნიორად რჩება, თუმცა „ევროპა საფრთხის წინაშე დგას, რადგან ის როგორც ტერორიზმის სამიზნე, ისე ტერორისტული საფრთხეების ინკუბატორია“.

ამასთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-ს მოკავშირეებს უსაფრთხოების ხარჯების გაზრდისკენ და მიგრაციული პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

„მიუღებელია, რომ ნატო-ს მდიდარი მოკავშირეები ტერორისტებისთვის ფინანსური, ლოგისტიკური და რეკრუტირების ცენტრების ფუნქციას ასრულებენ. ევროპას ჯერ კიდევ აქვს შანსი, კონტრტერორიზმის თვალსაზრისით თავისი ინდივიდუალური და კოლექტიური ბედი შეცვალოს, თუკი რეალურ საფრთხეებს აღიარებს და ახლავე იმოქმედებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს