სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.

გეკა გელაძემ დავით არჩვაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დავით არჩვაძეს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც გენერალური ინსპექციის საქმიანობის ეფექტიანობას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დავით არჩვაძემ სოსო ობოლაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს. გეკა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ