გიორგი უძილაურის ადვოკატის განცხადებით, საქმეში მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები დევს, თუმცა მტკიცებულებები „ბრალად წარდგენილ დანაშაულთან ადეკვატური არ არის“

ადვოკატ ბექა გულედანის განცხადებით, გიორგი უძილაურის საქმეში „ბრალად წარდგენილ დანაშაულთან ადეკვატური მტკიცებულებები“ არ დევს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„არ აღიარებს, იყენებს დუმილის უფლებას. ვფიქრობ, რომ საქმეში არ არის საერთოდ მის ბრალად წარდგენილ დანაშაულთან ადეკვატური მტკიცებულებები. საქმის მასალებს გავეცანი“,- განაცხადა ბექა გულედანმა.

რა სახის მტკიცებულებები დევს საქმეში, ადვოკატი განმარტავს, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა კითხვაზე, არის თუ არა საქმეში ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, პასუხობს, რომ „მათ შორის“.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი