Le Monde - პარიზის სასამართლომ სასჯელის პირობების შემსუბუქების შესახებ ნიკოლა სარკოზის მოთხოვნა დააკმაყოფილა - სარკოზი ექვსთვიან სასჯელს ელექტრონული სამაჯურით არ მოიხდის

პარიზის სასამართლომ სასჯელის პირობების შემსუბუქების შესახებ ნიკოლა სარკოზის მოთხოვნა დააკმაყოფილა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისთვის ექვსთვიან სასჯელს ელექტრონული სამაჯურით არ მოიხდის.

გამოცემის წყაროების ცნობით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი როლი სარკოზის ასაკმა იქონია.

საქმე 2012 წლის საარჩევნო კამპანიის ხარჯებს ეხება. კერძოდ, საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ გასულ წელს ძალაში დატოვა ექვსთვიანი სასჯელი, ე.წ. „ბიგმალიონის“ საქმეზე, რომელმაც დაადგინა, რომ სარკოზიმ კომპანია „ბიგმალიონთან“ ერთად საარჩევნო კამპანიის დროს ხარჯები დამალა.

ცნობისთვის, გასულ წელს ნიკოლა სარკოზიმ ციხეში 20 დღე გაატარა, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე მისი სააპელაციო სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!