მარია ზახაროვა - ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს

ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ნამდვილი საჩუქარია, რომ სომეხ ხალხს აჩვენო ბრიუსელის მიერ გამოზრდილი ადამიანი, რომელიც იმის განსახიერება გახდა, თუ როგორ ექცევა ევროკავშირი ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიებს. სომხეთი ევროპის მილიტარიზაციის გეგმებში შედის და მასაც ევროკავშირის ამავე ფრონტისკენ ჩაითრევენ“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „რუსეთში დაიმახსოვრეს, რომ სომხეთმა ტერორისტ ზელენსკის ტრიბუნა მისცა“.

„რუსულმა საზოგადოებამ ღრმა აღშფოთებითა არა მხოლოდ დაინახა, არამედ დაიმახსოვრა ის ფაქტი, რომ სომხეთი, რომელსაც ჩვეულებრივ რუსეთი მოძმე და მეგობრულ ქვეყნად თვლის, კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მეთაურისთვის ტრიბუნას წარმოადგენდა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!