მიხაილ გალუზინმა მოსკოვში შვეიცარიის ელჩთან რუსეთისა და საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა შვეიცარიის ელჩთან რუსეთისა და საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა , - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი რუსეთში შვეიცარიის ელჩს, იურგ ბურის შეხვდა.

„მოსაზრებების მოკლე გაცვლა მოხდა რიგ თემებზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესების წარმომადგენლობა საქართველოში, ხოლო საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, ფუნქციებს ბერნის მეშვეობით ახორციელებს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ 2008 წლის სექტემბერში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

2009 წლის მარტიდან საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ფუნქციონირებს, ხოლო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოში კი საქართველოს ინტერესების სექცია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ