ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ ხმაური იყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ადგილზე მყოფი პირები აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების მშობლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებსა და პატიმრების მშობლებს მერიასთან არსებულ სკვერში დაუპირისპირდნენ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არიან.

პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან და რეგიონებში შეხვედრებს გააგრძელებენ.

„მოძრაობის მიზანია, სინდისის პატიმრების ხმა მივაწვდინოთ ხალხს. 35-ე რეგიონში მივდივართ ახლა. არც გავჩერებულვართ წელიწად-ნახევარია და ვერც გავჩერდებით“, - განაცხადა გიორგი მინდაძის დედამ, ნანი წულაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!