დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ინტრონიზაციის თარიღი არჩეულმა პატრიარქმა უნდა განსაზღვროს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა - მოგვიანებით საზოგადოებისთვის ჩანაწერი გავრცელდება.

რაც შეეხება ინტრონიზაციის თარიღს, ჯაღმაიძის თქმით, მისი განსაზღვრა უკვე არჩეულ პატრიარქს დაევალება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დეტალებზე საუბრისას ჯაღმაიძემ თქვა, რომ კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიების წარმომადგენლებს, ასევე თითოეული ეპარქიის დელეგატებს.

„იმსჯელეს დელეგატებზე და შეთანხმდნენ, რომ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის წარმომადგენლები და თითოეული ეპარქიის წარმომადგენელს ექნება საშუალება სიტყვით გამოვიდეს. მათი უფლება არ იზღუდება, მაგრამ მღვდელმთავრები თანხმდებიან, რომ ასე სჯობს, რადგან ძალიან ბევრი წარმომადგენელია და თავისუფალი არჩევის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს სხდომა.

კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის ხდება. თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტს დააგროვებს, ამ შემთხვევაში 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მათ შორის იქნება კენჭისყრა და 39 ეპისკოპოსი ამ ორს შორის ამოირჩევს.

პირდაპირ ეთერში არ იქნება, ჩანაწერი იქნება, რომელიც მოგვიანებით გავრცელდება. ინტრონიზაციის თარიღი უნდა განისაზღვროს უკვე არჩევნების შემდეგ, რადგან ეს უნდა განსაზღვროს უკვე არჩეულმა პატრიარქმა“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ