ანდრია ჯაღმაიძე - კონსპირაციები გვესმის და შეიძლება მეუფე ზენონსაც უთხრა ვიღაცამ, რეალურად ასეთი რამ არ ხდება - დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით კი ზედმეტი აჟიოტაჟი იყო

კონსპირაციები გვესმის და შეიძლება მეუფე ზენონსაც უთხრა ვიღაცამ, რეალურად ასეთი რამ არ ხდება, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას, რომ საპატრიარქოში არაფორმალური ე.წ. „ენდემოსას სინოდი“ არსებობს.

მამა ანდრია აცხადებს, რომ საპატრიარქოს ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან თანხმდებოდა.

„საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პერიოდში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და განცხადება არ გაკეთებულა მასთან შეუთანხმებლად. ასეთი კონსპირაციები გვესმის და შეიძლება მასაც უთხრა ვიღაცამ, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ ხდება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის დიპლომის დაკარგვის საკითხს, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, რადგან დაკარგული დიპლომის აღდგენა სრულიად შესაძლებელია.

„დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, დაიკარგა ეს დიპლომი თუ მოიპარეს. ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ დიპლომი არ არის ცარიელი ყდები და ფურცელი, ეს არის არქივში ჩანაწერები. ადამიანი რომ კარგავს პირადობის მოწმობას თუ მართვის მოწმობას, ამის აღდგენა სრულიად შესაძლებელია და ახლიდან არ აბარებინებენ გამოცდას“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება